ქურდობა გორში და გადარჩენილი 25 ათასი დოლარი

Crime Scene

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოს ყოფილ შენობასთან მდებარე სახლში, ქალბატონი დააყაჩაღეს. წაღებულია 5000 ლარი და ძვირფასეულობა. როგორც ანონიმურმა წყარომ  “თაიმერს” განუცხადა  ქურდებს არ გაუმართლათ, რადგან სახლში ქურდობის პერიოდში  25 ათასი  დოლარი ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაჩაღობის ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობას. სწორედ ამიტომ, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულიხმობს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი და თურქეთის ახალი სახელმწიფოს იდეა
შემდეგი სტატიაე.წ რუსი მესაზღვრეები ქართველებს მიწის ნაკვეთებს ართმევენ-რა მოხდა სოფელ გაგიდაში