ე.წ რუსი მესაზღვრეები ქართველებს მიწის ნაკვეთებს ართმევენ-რა მოხდა სოფელ გაგიდაში

გალის რაიონის სოფელ გაგიდაში საშუალო ასაკის მამაკაცი როინ ცაავა დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები “თაიმერთან” საუბარში აცხადებენ, როინ ცაავასთან დაახლოებით ერთი თვის წინ მისული იყვნენ ე.წ რუსი მესაზღვრეები და აფხაზი ჯარისკაცები.

მათ იგი გააფრთხილეს, რომ მისი მიწის ნაკვეთი აუცილებლად უნდა გადაცემოდა რუსეთის სასზღვრო ჯარს, რადგან ის ტერიტორია, სადაც ათ ჰექტარზე თხილნარი გაშენებული ჰქონდა, რუსეთის არმიას სჭირდებოდა. მაშინ როინ ცაავამ კატეგორიული უარი განუცხადა მისულ სტუმრებს და უთხრა, რომ მისი ნაშრომ-ნაოფლარი მიწის არცერთ გოჯს არ მიცსემდა რუსეთის ე.წ მესაზღვრეებს.

დღეს დილით ე.წ რუსი მესაზღვრეები და აფხაზი ჯარისკაცები კვლავ მივიდნენ როინ ცაავასთან სახლში და მოსთხოვეს თხილის მოსავლის სასწრაფოდ აღება. როგოც ადგილობრივები “თაიმერს” უყვებიან, მათ შორის ხმამაღალ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რის შედეგად როინ ცაავა გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა.

რუსებმა და აფხაზებმა სამედიცინო სამსახურს არ გამოუძახეს და არც მეზობლებს მისცეს ამის გაკეთების საშუალება.
როგორც “თაიმერისთვის გახდა ცნობილი, როინ ცაავას გარდა მიწის ნაკვეთი წაართვეს ედიკ თოდუას და გაგიდის მაცხოვრებელს, გვარად კვარცხელიას. შეგახსენებთ, რომ სოფელი გაგიდა ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირზე, სადაც რუსეთის არმია სასზღვრო დაცვას აძლიერებს.

banner
წინა სტატიაშიქურდობა გორში და გადარჩენილი 25 ათასი დოლარი
შემდეგი სტატიაპოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ – პოლონელი დეპუტატი