ქრონიკული დაავადების მქონე 600 ათასამდე ადამიანი 30-მდე მედიკამენტს უფასოდ მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 600 000-მდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს.

შესაბამისი განცხადება მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქრონიკული დაავედების მქონე სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელა პენისონერებისთვის 30-მდე მედიკამენტის უფასოდ გადაცემას გულისხმობს, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება.

„მაგალითად პენსიონერი, რომელიც თვეში საშუალოდ 20-30 ლარის მედიკამენტების შეძენას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით, მაქსიმუმ თვეში 1 ლარი დაუჯდეთ. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია-ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს გავაფართოვებთ. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს კონკურსის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში“, -აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხარისხის კონტროლს გააკონტროლებს სხვა უცხოური ლაბორატორიები, რადაგნ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის ამისათვის სპეციალურად აკრედიტირებული ლაბორატორია

პირველ ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების – გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ გივი ბერიკაშვილს ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება
შემდეგი სტატიახანძრის შედეგად, „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული 345 მოვაჭრე 3 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებს