“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის დაკითხვა დასრულდა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

kiladze” გახლდით მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე, ეს ეხებოდა ჩემს მიერ გაკეთებულ არა ბოლო განცხადებას, არამედ ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს პირადი ცხოვრების ფირების გავრცელებას და მე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიებას გადავეცი ინფორმაცია რაც ხელთ მქონდა მათ შორის გარკვეული მტკიცებულებები-განაცხადა “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.

 სხვა ამის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ მე ყველა შემთხვევაში ვიქნები პროკურატურის პარტნიორი ამ გამოძიებაში, ვიქნები განსაკუთრებით იმ ნაწილში რაც ეხება ფირების ატვირთვას და ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებას, მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე ამაზრზენი დანაშაული და მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოების წინააღმდეგ და ყველა ადამიანი უნდა იქნას დასჯილი.ასევე, ქრონიკა+-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო, დაბარებულია დაკითხვაზე გიორგი ტატიშვილი, რომელმაც ჩემთან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ის მზად არის პროკურატურას გადასცეს სხვა ტიპის მტკიცებულებები, რომლებზეც გაზეთში არ უსაუბრია. რაც შეეხება ხვედელიძის საქმეს, მე წარმოვადგინე მტკიცებულებები იმისა, რომ ეს საქმე არის თეთრი ძაფით შეკერილი, შეკერილია გენერალურ ინსპექციაში. ერთადერთი ცრუ მოწმე, რომელიც ჰყავს გენ ინსპქციას ირაკლი გელიტაშვილი, თავის ჩვენებაში ყვება, რომ მას შემთხვევით დიღომში შეხვდა შს მინისტრის მოქმედი მოადგილე, მან სთხოვა, რომ დაემზადებინა მისთვის საიტი, ის იყო თურმე მამამისის მეგობარი, თუმცა გელიტაშვილის დედა კატეგორიულად უარყოფს, რომ ხვედელიძე მისი გარდაცვლილი მეუღლის მეგობარი იყო. სწორედ ამ დროს ციდან ჩამოუვარდა და ქუჩაში იპოვა ამერ ხატოიანის პირადობის მოწმობა და ამ პირადობით გადარიცხა თანხა საიტის დომენის შესაძენად. მიიღო შემდეგ მომხმარებლის პაროლი და სახელი, რომელიც დაკითხვის მომენტოსათვის არ ახსოვდა და ეს ასევე გადასცა ხვედელიძეს.ეს ყველაფერი დაამზადა საკუთარი სახლის კომპიუტერზე გელიტაშვილმა და ანაზღაურება ხვედელიძეს არ გამოართვა. თუმცა მან არ იცის ვინ ატვირთა ამ საიტზე აღნიშნული პირადი ცხოვრების ფირები.

გამომდინარე აქედან, მე ამ დეტალებს იმიტომ გიყვებით, რომ ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, იმიტომ რომ შსს- ს ექსპერტიზის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნა არსებობს, რომ მათ შორის არც ირაკლი გელიტაშვილის კომპიუტერში არანაირი კვალი აღნიშნული საიტის არათუ აწყობის და დამზადების, არამედ საიტზე შესვლის კვალიც კი არ აღმოჩნდა. ისევე როგორც საიტი რეგისტრირებულია აშშ-ში, ვირჯინიის შტატში და FBI რომ ჩაერთოთ ამ საქმეში აუცილებლად იქნებოდა გარკვეული, რეალურად საიდან აიტვირთა ეს ფირი და ვინ არის საიტის მფლობელი. გამომდინარე აქედან, ეს დოკუმენტალური მტკიცებულებები წარმოდგენილია, ამასთანავე პროკურატურაში 2 წლის წინ მიტანილი აუდიოჩანაწერები, სადაც ლევან ჩიტაძის ოფისის თანამშრომლები ამბობენ, რომ ფირი აიტვირთა მათგან.

ამ დღეებში დამატებითი გარემოება გახდა ჩემთვის ცნობილი, ის, რომ ზაზა სვანაძე, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გიორგი აფხაიძე, ირაკლი ღარიბაშვილის კურსელი, შოთა აფხაიძის ძმა, მან ათი დღის ადრე, ფირის გამოქვეყნებამდე გააფრთხილა, რომ წაეშალა ფარესაშვილთან გადაღებული ყველა ფოტო იმიტომ, რომ მასზე პირადი ცხოვრების ფირი გამოქვეყნდბოდა. არსებობდა ასევე ჟურნალისტი მარი გულორდავა, რომელიც აცხადებს, რომ ლევან ჩიტაძემ გიორგი ფარესიშვილთან გაატანა გარკვეული ტიპის კომპრომატები გია ხუხაშვილზე, რომელიც უნდა გაეჟღერებინა გიორგი ფარესიშვილს და მარი გულორდავა ფირის გამოქვეყნების მომენტში იყო გიორგი ფარესიშვილის გვერდით, ბუნებრივია ბევრი შეკითხვაა, არ არის საქმე გამოძიებული და რა შეითხზა და რა ვერსია მოიგონა გენერალურმა ინსპექციამ, ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს ზვიად ჯანყარაშვილმა, რომელიც მე პერიოდულად მითვლიდა, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება და ეს მან ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააკეთა, გამომძიებელმა ბატონმა ახვლედიანმა, რომელიცმა უშუალოდ წარმართა ეს საქმე და პროკურორმა დავით ჩხენკელმა, რომელიც 15 სხდომიდან დაახლოებით ნახევარზე არ მოდიოდა. ეს არის ხვედელიძის საქმის ანატომია, მე ველოდები იმას, რომ საქმე იქნება ხელახლა გამოძიებული” – განაცხადა  ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიამ დრომდე გრძელდება შეკვეთილში ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო