ამ დრომდე გრძელდება შეკვეთილში ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები

titaამ დრომდე გრძელდება შეკვეთილში ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები. ბარჟა ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში იმყოფება.სპეციალისტები ამ დრომდე ხის ნაპირზე გადასატანად გზის გაყვანას, წყლიდან ქვიშის ამოღებით ცდილობდნენ, თუმცა ამ წუთებში სპეციალისტებმა სტრატეგია შეცვალეს. მათ გზის გასაყვანად წყლის ქვიშით ამოვსება დაიწყეს. ამ დროისთვის ამოვსებულია გზის ნახევარი.

ადგილზე მობილიზებულია 10-მდე მძიმე ტექნიკა.

სპეციალისტების განცხადებით, გზის გაყვანის სამუშაოები ხვალამდე გაგრძელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება 100 წლოვანი ხის ნაპირზე გადმოტანა.

 

banner
წინა სტატიაში„გირჩების“, ციყვების და “ნაციონალური მოძრაობის” ბუნების სხვადასხვა მოვლენებად გარდაქმნილი წევრების მოწოდებებს სერიოზულად არ აღვიქვამს
შემდეგი სტატია“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის დაკითხვა დასრულდა