შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი სპარტაკ თ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის, „ა-კა-74“-ის მოდელის მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაბრიუსელში მომხდარი ტრაქტის გამო, სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს