ქობულეთში, ზღვაში 15 წლის მოზარდს ეძებენ

ქობულეთში, ზღვაში მაშველები 15 წლის მოზარდს ეძებენ.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 31 აგვისტოს საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კუთვნილ ყველა საგუშაგოზე აღმართული იყო წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია რომ ზღვაში შესვლა დროებით აკრაძლულია.

ასევე, წყალზე მაშველები სიტყვიერ გაფრთხილებასაც აძლევენენ მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე, რომ თავი შეეკავებინათ ზღვაში შესვლისგან.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: პოროშენკო ცდილობს უკრაინაში ჩემს დაბრუნებას ხელი შეუშალოს
შემდეგი სტატიამთაწმინდაზე ერთ-ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა