სააკაშვილი: პოროშენკო ცდილობს უკრაინაში ჩემს დაბრუნებას ხელი შეუშალოს

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ცდილობს, ქვეყანაში მის დაბრუნებას ხელი შეუშალოს. სააკაშვილის ცნობით, აღნიშნული საკითხი პოროშენკომ ლვოვის ოლქში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას განიხილა.

“პრეზიდენტი ლვოვის ოლქში ჩაფრინდა, დაზუსტებით ვიცი, რომ მან აღნიშნული საკითხის დეტალები სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარე [ოლეგ] სინიუტკასთთან განიხილა, რათა ჩემს ჩამოვლას ხელი შეუშალოს”, – წერს იგი.

ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო მისი დაბრუნების შემთხვევაში სამ სცენარს განიხილავს.

“მათ სამი სცენარი აქვთ. პირველი, რომ არ გადამაკვეთინონ საზღვარი, ჩამომართვან პასპორტი და პოლონეთში დამაბრუნონ. მეორე, შემიშვან ქვეყანაში, მაგრამ შემდეგ ნებისმიერი მიზეზით დამაკავონ და ჩემი საქართველოში ექსტრადიციის პროცესი დაიწყონ. მესამე, საზღვარზე რამე ინციდენტი მოაწყონ, მაგალითად მუქარა”,- განაცხადა სააკაშვილმა.

26 ივლისს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

banner
წინა სტატიაშიმერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესა და არქიტექტორს პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაქობულეთში, ზღვაში 15 წლის მოზარდს ეძებენ