ქობულეთში, სოფელ ხალაში 2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძვრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმერკელი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას დაუჭერს მხარს
შემდეგი სტატიატრამპმა საკუთარი იმპიჩმენტის შემთხევვაში არეულობები იწინასწარმეტველა