მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას დაუჭერს მხარს

ევროკავშირის მომავალ სამიტზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანების მიერ დაწესებული სანქციების გაგრძელებას დაუჭერს მხარს.
“მოსკოვს დღემდე პროგრესი არ ჰქონია “მინსკის შეთანხმების” რეალიზაციაში” -ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას 12 დეკემბერს განაცხადა მერკელმა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაზე საუბრისას, კანცლერმა კიდევ ერთხელ გამორიცხა ბრიუსელსა და ლონდონს შორის ახალი მოლაპარაკებები.

“ჩვენ არ ვაპირებთ შეთანხმება ისევ შევცვალოთ” – განაცხადა მერკელმა. ასევე, მან დაამატა, რომ იმედი აქვს, რომ “ბრექსიტი” მოწესრიგებულად განხორციელდება.
სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა პირობა დადო, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში იარაღის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს დააწესებს -წერს “დოიჩე ველე” .

banner
წინა სტატიაშითურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას იწყებს 
შემდეგი სტატიაქობულეთში, სოფელ ხალაში 2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა