ტრამპმა საკუთარი იმპიჩმენტის შემთხევვაში არეულობები იწინასწარმეტველა

დემოკრატებმა ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტზე გააკეთეს განცხადება მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა თქვა, რომ მათ ორ ქალს დუმილისთვის გადაუხადეს ფული.
აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ მას საკთტარი იმპიჩმენტი არ ადარდებს და რომ არჩევნების მისადგომებთან მისი ადვოკატის მიერ ორი ქალისადმი გადარიცხული თანხა კანონს არ ეწინააღმდეგებოდა. “რთულია ადამიანის იმპიჩმენტი, თუკი მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა შექმნა” – ტრამპმა Reuters-ს განუცხადა ოვალურ კაბინეტში. “მე ეს არ მადარდებს, არა. ვფიქრობ, ხალხი არეულობებს მოაწყობს, თუკი ეს მოხდება” – დაამატა მან.
ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ 2016 წლის არჩევნებამდე ტრამპმა თავის ადვოკატ კოენს ორი ქალისათვის ექვსნიშნა თანხის გადახდა დაავალა, რომ მათ ტრამპთან სასიყვარულო ისტორიებზე არ ესაუბრათ – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, სოფელ ხალაში 2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააშშ-ში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა წარმატებით გამოსცადეს