პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობასა და ტერიტორიებზე, ბოლო მოუღოს ომს და საკუთარი საშინაო პრობლემების მოგვარებას მიხედოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, უკრაინაზე თავდასხმისას, რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სოფელ ოსიერდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

ინციდენტის გამო, ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი.
თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.

აღნიშნულ ინციდენტზე რუსულ მხარეს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამდინარაძე – შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპაო, ამას არავინ იკადრებს