ქეთევან ციხელაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებაა

ეს არის საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

„ცხადია, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონკრეტული თანხა კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევროს ოდენობით, რაც გადახდილი უნდა იქნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევისთვის, 2006 წელს მათი დეპორტაციისთვის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, არა მხოლოდ საოკუპაციო პოლიტიკით, არამედ სწორედ მისი მოქალაქეების, მათი უფლებებისა და ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ალეკო ელისაშვილს პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ
შემდეგი სტატია„დიმიტრი მედოევის განცხადება მორიგი პროვოკაციაა“ – ქეთევან ციხლეაშვილი