„დიმიტრი მედოევის განცხადება მორიგი პროვოკაციაა“ – ქეთევან ციხლეაშვილი

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ გერმანულ გამომცემლობასთან, რომელმაც ყაზბეგი „აღმოსავლეთ ცხინვალად“ მოიხსენია. ქეთევან ციხელაშვილმა საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ დიმიტრი მედოევის მსგავსი განცხადება მორიგი პროვოკაციაა

„ეს განცხადება არის აბსოლუტურად აბსურდული, შეუძლებელი გახლავთ, ამიტომ მის შინაარსსა და საფუძვლებზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, თავისთავად ფაქტი, რომ პერიოდულად ამგვარი განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან კეთდება, ეს არის ცალსახა და ძალიან მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ერთგვარ შანტაჟს, ზეწოლას საზოგადოებაზე, ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა და საუბედუროდ, ყველაზე მეტად ამას გრძნობენ სწორედ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებაა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის