ქერჩის სრუტის მოვლენებს ნატო ყურადღებით აკვირდება

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყურადღებით აკვირდება აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს და “უკრაინის მთავრობასთან კავშირზეა” – შესაბამისი განცხადება ნატოს პრეს-მდივანმა ოანა ლუნგესკუმ გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო მხარეებს თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

“ნატო სრულიად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, თავის ტერიტორიულ წყლებზე. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ აზოვის ზღვაში უკრაინის პორტებზე სრული წვდომა უზრუნველყოს – საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად” – ალიანსის განცხადებას “დოიჩე ველე” აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გაიხსნა
შემდეგი სტატიაპოროშენკო რუსეთს უკრაინული გემების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს