ქერჩის სრუტეში დაკავებული მეზღვაურის წერილი გამოქვეყნდა

რუსი მესაზღვრეების მიერ 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურებიდან ერთ-ერთმა, 19 წლის ანდრეი აიდერმა მოსკოვის წინასწარი გამოძიების იზოლატორიდან, სადაც ის სხვა მეზღვაურებთან ერთად იხდის უკანონო სასჯელს, ჟურნალისტ ტაისია ტურჩის წერილი გაუგზავნა, რომელმაც, ის, თავის მხრივ, “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა. ეიდერი წერს, რომ მათ პირობებს, შესაძლებელია ნორმალური დაერქვას.

“არის წიგნები, ელექტროენერგია, მაცივარი, სითბო. ბევრად უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო” – ამბობს მეზღვაური. ჭრილობა, რომელიც ანდრეი აიდერმა სრუტეში მიიღო, შუშდება, თუმცა, ჯერჯერობით, ისევ კოჭლობს და კიბეებზე სიარულისას უჭირს. ეიდარი ოცნენობს იმაზე, რომ ის, სხვა უკრაინელ მეზღვაურებთან ერთად უახლოესი თვეების მანძილზე გაუშვან ციხიდან. “მაგრამ, მგონია, რომ ჩემი ოცნება არ ახდება. წარმოდგენაც არ მაქვს ეს ყველაფერი რამდენ ხანს გასტანს – ნახევარ წელს, ერთ წელს… ყველაზე რთულია ფანჯრიდან უყურო სადღაც შორს მანქანებს, ადამიანებს, რომლებიც თავისუფალი არიან. ხედავ, რომ თავისუფლება ისე შორს არის და ისე ახლოს… იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ… 24 ადამიანი არაფრის გამო ზის მეორე ქვეყნის ციხეში. ყველა ეს ხალხი – უკრაინას ემსახურება” – წერს მეზღვაური.

banner
წინა სტატიაშიისრაელში მმართველი კოალიცია დაიშალა
შემდეგი სტატიააშშ ფხენიანისგან სტუდენტის სიკვდილის გამო 501 მილიონ დოლარს ითხოვს