ისრაელში მმართველი კოალიცია დაიშალა

ისრაელში მმართველმა კოალიციამ დაშლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ვადამდელი არჩევნები 2019 წლის აპრილში გაიმართება – ადგილობრივი მედია ავრცელებს. პარლამენტის დაშლა მას შემდეგ მოხდა, რაც პარტია “ეშ ატიდის” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისრაელის არმიაში ულტრაორთოდოქსი ებრაელების მიღების წინააღმდეგია. თავდაცვის სამინისტროს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ორთოდოქს-მამაკაცთა რელიგიურ ჯგუფს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურება შეუძლიათ, სამიდან პირველ წაკითხვაზე მიიღეს. მის დასამტკიცემლად აუცილებელია 120-დან 61 დეპუტატის მხარდაჭერა.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება 2 დეკემბრამდე უნდა მიეღოთ, ახლა მისი ვადა 2019 წლის 15 იანვრამდეა გადატანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ულტრაორთოდოქს მამაკაცებს ჯარში მოუწევთ მასობრივად წასვლა. ოქტომბერში კი, ორთოდოქსული ბლოკი მმართველ კოალიციას შეუთანხმდა, რომ აღნიშნულ კანონს არ განიხილავდა პარლამენტი.
ახალგაზრდა ულტრაორთოდოქსები, ქვეყნის არსებობის მანძილზე ჯარში მსახურებისგან თავისუფლები არიან.

banner
წინა სტატიაშისამტრედიის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაქერჩის სრუტეში დაკავებული მეზღვაურის წერილი გამოქვეყნდა