აშშ ფხენიანისგან სტუდენტის სიკვდილის გამო 501 მილიონ დოლარს ითხოვს

ამერიკის სასამართლომ ორშაბათს დაადგინა, რომ ფხენიანმა სტუდენტ ოტო უორმბირის სიკვდილის გამო 501 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს კომპენსაციის სახით. სტუდენტი 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის ციხიდან განთავისუფლებიდანვე მალე დაიღუპა. აპრილში უორმბირის მშობლებმა, შვილის სიკვდილის გამო, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. 22 წლის ოტო უორმბირი ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა – ის გამოშვებისას კომაში იმყოფებოდა. ოჰაიოელი მოსამართლის თქმით, სიკვდილის მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა და ტვინში სისხლის ჩაქცევა გახდა – სტუდენტი ციხეში ნაწამები იყო.
ფხენიანის ვერსიით, სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ბოტულიზმი იყო – “ამერიკის ხმა” წერს.
სასამართლოს გადაწყვეტილება ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობაში ყველაზე მწვავე მომენტში გამოქვეყნდა – როცა მხარეები ფხენიანის მიერ ბირთვული შეიარაღების შექმნაზე მუშაობის შეჩერებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიქერჩის სრუტეში დაკავებული მეზღვაურის წერილი გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაგამოქვებულთან, სადაც ქრისტე დაიბადა, ათასობით მორწმუნე შეიკრიბა