ქემოკლიძე მეორე ტურზე: კითხვაზე, ვის დავუჭერთ მხარს, პასუხია, არც ერთს და არც მეორეს

“თქვენს კითხვაზე, ვის დაუჭერთ მხარს, მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგიძლიათ გააკეთოთ, არც ერთს და არც მეორეს. ეს არის ჩემი სუბიექტური [აზრი]”. – თქვა პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ თვითთმართველობის არჩევნების მეორე ტურების შესახებ.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ შეექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმის, რომ პრაქტიკულ დონეზე ნაციონალური მოძრაობა დააბრუნოს ხელისუფლებაში, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის გუშინწინდელი დღე, როგორც ქართული ოცნება არის გუშინდელი დღე”. – თქვა ქემოკლიძემ

ქემოკლიძის თქმით, პარტია საქართველოსთვის არ აპირებს საკუთარ ამომრჩეველს მიუთითოს, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში და მისი თქმით, პარტიის ელექტორატი ამას დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

“ის ელექტორალური სეგმენტი, ღრმა ანალიზის დონეზე რომ შევიდეთ, რომელმაც პარტია საქართველოს დაუჭირა მხარი, შინაარსობრივად კარგად ერკვევა არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში. არ დასჭირდებათ ამ ადამიანებს რაიმე ტიპის მოწოდება, რომ ან ერთ მხარეს წავიდეს ან მეორე მხარეს წავიდეს. ჩვენს ელექტორატს ნამდვილად შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი”. – თქვა ქემოკლიძემ

წინა სტატიაშიკალანდარიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ოპოზიციამ სასურველი შედეგი ვერ დადო, რითაც კრიზისის პროვოცირებას შეეცდებოდნენ