ღარიბაშვილი: ოპოზიციამ სასურველი შედეგი ვერ დადო, რითაც კრიზისის პროვოცირებას შეეცდებოდნენ

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოსახლეობის ნდობა მოიპოვა.

ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში.

“მოგეხსენებათ ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31 პროცენტში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ რომ 2020 წელს მეორე ტურები დაინიშნა 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამ იმ დემოკრატიული და საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში სწორედ ქართული ოცნების ძალისხმევით შეიქმნა”.- ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ქართული ოცნების კანდიდატები მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.

banner
წინა სტატიაშიქემოკლიძე მეორე ტურზე: კითხვაზე, ვის დავუჭერთ მხარს, პასუხია, არც ერთს და არც მეორეს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ