უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
მისი თქმით, ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის. არსებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონმა ქიმიორთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო.
5 თებერვალს, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა.
მონარქს პროსტატაზე მკურნალობდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ სიმსივნე პროსტატას არ უკავშირდება.
A message from Catherine, The Princess of Wales pic.twitter.com/5LQT1qGarK
— The Prince and Princess of Wales (@KensingtonRoyal) March 22, 2024