ქედაში ორი ავტომობილი შეჯახების შედეგად ხევში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილი მდინარის ხევში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილებში 4 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

banner
წინა სტატიაშიჩეხეთში საკუთარი და სხვისი სიცოცხლის იარაღით დაცვის უფლებას კონსტიტუციით განამტკიცეს
შემდეგი სტატიაჟურნალისტების უხამსი ფოტოს გავრცელების გამო, სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერდა