ჩეხეთში საკუთარი და სხვისი სიცოცხლის იარაღით დაცვის უფლებას კონსტიტუციით განამტკიცეს

In this Jan. 4, 2013 photo, handguns are displayed in the sales area of Sandy Springs Gun Club and Range, in Sandy Springs, Ga. In Connecticut and Colorado, scenes of the most deadly U.S. mass shootings in 2012, people were less enthusiastic about buying new guns at the end of the year than in most other states, according to an Associated Press analysis of new FBI data. The biggest surges in background checks for people who want to carry or buy guns occurred in states in the South and West. (AP Photo/Robert Ray)

ჩეხეთის კონსტიტუციით განმტკიცდება მოქალაქეთა უფლება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დასაცავად იარაღის გამოყეენბის შესახებ – შესაბამის ცვლილებას ჩეხეთის სენატმა უყარა კენჭი. ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილს დაემატება, რომ “საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის იარაღით დაცვაც კი გარანტირებულია კანონით დადგენილი პირობებით”.

“წინადადებას არა მხოლოდ სიმბოლური ხასიათი აქვს, არამედ მას შეუძლია მომავალში დაზღვევაც იყოს” – შესწორების ინიციატივის ჯგუფის სახელით მარტინ ჩერვიჩეკმა თქვა. მან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა აღნიშნა, სადაც აკრძალულია ნებისმიერი ნივთის ქონა, რომელიც შეიძლება აღიქვას, როგორცვ იარაღი. ჩერვიჩეკის სიტყვებით, მოსახლეობის განიარაღება მეტი უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება, რადგანაც დამნაშავეები მაინც არაკანონიერად იშოვიან იარაღს.
შესწორებას 74 სენატორიდან 54 დაუჭირა მხარი.

ადრე შესწორებას კენჭი პარლამენტის პალატამ უყარა. ჩეხეთის პრეზიდენტს, სხვა კანონებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადება არ შეუძლია.
შესწორება ძალაში შევა არა უგვიანეს 1 სექტემბრისა.

საკონსტიტუციო შესწორებაზე პეტიციის შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომელსაც ხელი 102 ათასმა მოქალაქემ მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიგრენლანდიაში არავაქცინირებულებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა აუკრძალეს
შემდეგი სტატიაქედაში ორი ავტომობილი შეჯახების შედეგად ხევში გადავარდა