ჟურნალისტების უხამსი ფოტოს გავრცელების გამო, სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერდა

შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებ ღლონტს მეუფე იოსებმა მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ირკვევა, რომ ამის მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან Facebook-ზე უხამსი შინაარსის ფოტოს გაზიარება ხდება.

მეუფე იოსებმა მას მღვდელმსახურება რამდენიმე თვით შეუწყვიტა და ამის შესახებ  Facebook-პოსტის კომენტარებში დაწერა.

“მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება,” – წერს მეუფე იოსები.

banner
წინა სტატიაშიქედაში ორი ავტომობილი შეჯახების შედეგად ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიამოშიმშილე მიგრანტების გამო ბელგიის მთავრობა დაშლის პირას არის