ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან ფერაძემ, მატჩის დროს მსაჯს დაარტყა (ვიდეო)

ხარკოვში, ფუტსალის კლუბ Viva Cup-ის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან ფერაძემ, მატჩის დროს მსაჯს დაარტყა. ინციდენტი გატანილი გოლების გარეშე მიმდინარე შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როდესაც მსაჯობით უკმაყოფილო ფერაძე მოედანზე შევიდა და მსაჯს თავს დაესხა.

მომხდარის გამო შეხვედრა შეწყდა. Viva Cup-ს მატჩში ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა. ფერაძე კი, დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: ,,შს მინისტრის მოსვლა თავის ვალებულებაა’’
შემდეგი სტატიაSoufan Group : „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში სირიასა და ერაყში საქართველოდან 200-მდე ადამიანი იბრძვის