გიორგი კანდელაკი: ,,შს მინისტრის მოსვლა თავის ვალებულებაა’’

,,რა თქმა უნდა ადამიანის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია და მტკიცების ტვირთი, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად აკისრია პოლიციას. შს მინისტრი, ბატონი მღებრიშვილი მას შემდეგ, რაც მინისტრია, არასდროს არ ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში ძალიან ბევრ უმწვავეს საკითზე პასუხების გასაცემად და თუ მას აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაც არის. სამწუხაროდ, შს მინისტრი და სხვა მინისტრები პასუხსაც არ სცემენ უმცირესობის წერილებს და არ მოდიან პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა მწვავე საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად მუხტარლის საქმე, მოვა, შეასრულებს მის მოვალეობას და გასცემს კითხვებს პასუხს,’’ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიბრალდების მოწმე ადასტურებს, რომ „იბერია ტვ“-ის ლიცენზია, „ომეგა ჯგუფის“ ამუშავების სანაცვლოდ, ადეიშვილის ინიციატივით დაათმობინეს
შემდეგი სტატიაქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან ფერაძემ, მატჩის დროს მსაჯს დაარტყა (ვიდეო)