ამერიკული ორგანიზაცია Soufan Group-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” რიგებში სირიასა და ერაყში საქართველოდან დაახლოებით 200 ადამიანი იბრძვის.2017 წლის აპრილის მონაცემებით, სირიასა და ერაყში კვლავ რჩება 50 დაქირავებული მებრძოლი საქართველოდან, ხოლო 50-ზე მეტი დაბრუნდა სამშობლოში.