ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

გამთენიისას, 03:25 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები დაბრუნდნენ.

აეროპორტში იმყოფებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიელების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები.

როგორც ჟურნალისტებს ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ განუცხადა, მართლია, ვერც ერთი სინჯის მედალი ვერ აიღო, მაგრამ მისთვის პირველი ოლიმპიადა იყო და სამომავლოდ უკეთეს შედეგებს ელოდება.

“სასიხარულო იყო პრემიერის ინიცატივაც, რომ ნიჩბოსნობას ხელი უნდა შევიწყოთ. აუცილებელია ბაზების აშენება, ახალგაზრდების დაინტერესება და შედეგიც მოვა”, – აღნიშნა ნადირაძემ.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნავი და ნიჩაბი არ აქვს.

“ეს ვის რაში დაჭირდა, არ ვიცი, წარმოგიდგენიათ ფეხბურთელი ბუცების გარეშე?”,-აღნიშნა ზაზა ნადირაძემ.

ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის თქმით კი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უფრო აცნობიერებს, რომ გაიმარჯვა.

“ახლა, როცა ქვეყაბაში დავბრუნდით, მივხვდით, რა გაგვიკეთებია, მივხვდით, რომ ძალიან დიდი სიამოვმება მივანიჭეთ ყველას. მიხარია, რომ ჩემ ასაკში მივახერხე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე, ვშრომობდი და დამიფასდა. ორმაგად სასიხარულო იყო, როცა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა და აწეული სამი დროშიდან, ორი საქართველოსი იყო. მადლობა ირაკლი თურმანიძეს”,-აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლისმედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 240-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა