ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტს თავს ორი შეიარაღებული პირი დაესხა, რის შედეგადაც, 12 ადამიანი დაიღუპა.

შეიარაღებულმა მამაკაცებმა უნივერსიტეტის ერთ-ერთ კამპუსში ცეცხლიც გახსნეს. თავდამსხმელები სტუდენტებს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.

დაღუპულთა შორის 7 სტუდენტი, 3 პოლიციის და 2 დაცვის თანამშრომელია.

თავდასხმის შედეგად დაშავებულია 30 სტუდენტი.

პოლიციამ თავდამსხმელთა ლიკვიდაცია მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა სუფსაში ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრში თათბირი ჩაატარა