„ქართულმა ოცნებამ“ ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა

„ქართულმა ოცნებამ“ ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძემ გადაცემაში საუბრისას ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოიშველია, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხს მხარდაჭერას სთხოვდა და ბოდიშს უხდიდა, რომ ხელისუფლებამ სამართლიანობა ვერ აღადგინა.

„ბიძინა ივანიშვილმა გახსოვთ რა თქვა იმ მიმართვაში, როდესაც ეხვეწებოდა ხალხს, ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილისთვის. მან თქვა, მესმის ხართ უკმაყოფილო, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართალიანობის აღდგენაო. ეს ის ხელისუფლებაა, რომლის მომხრეების ოჯახების უმრავლესობა უბრალოდ გააუბედურეს ამ მოსამართლეებმა. „ქართულმა ოცნებამ“ არა მარტო არ შეასრულა თავისი მისია, „ქართულმა ოცნებამ“ ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ექს-პრეზიდენტი მაიდანის მოვლენებზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაპოლონეთში ზუგდიდის მკვიდრი მოკლეს