უკრაინის ექს-პრეზიდენტი მაიდანის მოვლენებზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს

აუცილებელია შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც მაიდანზე მომხდარ დანაშაულებებს შეისწავლის – ამის შესახებ უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა მოსკოვში, 6 თებერვალს. მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება იდო სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც მასა და ოპოზიციას შორის 2014 წლის 21 თებერვალს დაიდო გერმანიის, პოლოენთისა და საფრანგეთის თანდასწრებით. “მსგავსი ჯგუფი ხუთი წლის წინ რომ შექმნილიყო, სავარაუდოდ, არ იქნებოდა არც დონბასის სიტუაცია და არც ყირიმის ამბები და სხვები” – თქვა იანუკოვიჩმა. მისი მტკიცებით, მაიდანზე მომხდარ სროლებში თვითონ ოპოზიცია და საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან დამნაშავეები. “პროვოკაციის ორგანიზება ხელს აძლევდა მათ, ვისაც სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა სურდა” – თქვა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

24 იანვარს კიევის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისთვის და აგრესიული ომისთვის.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთთან დროებითი გამშვები პუნქტი ისევ გაიხსნა
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ ლახვარი ჩასცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა