პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის გიზო ბოჭორიშვილი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები ადასტურებენ. გავცელებული ინფორმაციით,ზუგდიდის მკვიდრი ნაქირავებ ბინაში მოკლეს. მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.
გიზო ბოჭორიშვილი პოლონეთში დაახლოებით 10 დღის წინ ჩავიდა. მანამდე კი 2 წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩო.