„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღესაც გაგრძელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით აუდიენცია გუშინაც გაიმართა. ოპოზიციის შეფასებით, შეხვედრა „მძიმე“ იყო, მაგრამ გარკვეულ საკითხზე პროცესი წინ მიდის.

მათივე ინფორმაციით, ახალი არჩევნების საკითხზე საუბარი გუშინ არ ყოფილა და ოპოზიციის აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა დღეს გაიმართება.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, „პუნქტები საბოლოო ჯამში ისეთი ფორმულირებით ყალიბდება, რომელიც უფრო სამართლიანია“. როგორც ისინი განმარტავენ, „ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება“.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპრეზიდენტი დღეს “ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა