„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი საკონმდებლო ორგანოში უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

მმართველი გუნდის წევრები კომენტარებს სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიგლდანში სახურავების რეაბილიტაცია 65 მისამართზე განხორციელდა
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა