გლდანში სახურავების რეაბილიტაცია 65 მისამართზე განხორციელდა

გლდანის რაიონში ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ თაიმერს თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად, მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსის ყველა სადარბაზოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 56 000 ლარი დაიხარჯა.

„გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, 2020 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მომართვის საფუძველზე ჯამში, 65 ამორტიზებული სახურავი რეაბილიტირდა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 963 437 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა როგორც ქანობიანი, ასევე ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“ , – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს