ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოხდეს კორცხელის 53-ე უბნის ხელახლა გადათვლა. მანდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ჯინჯოლავა კომისიის სხდომიდან გააძევეს.
ასეთი გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მირანდა მესხმა მიიღო. მიზეზად კი, ის ფაქტი დაასახელა, რომ ჯინჯოლავას ხმაურისა და რეპლიკების გამო, კომისიას მუშაობის საშუალება არ ეძლევა.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართული ოცნების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ხმების თავიდან გადათვლაზე გადაწყვეტილება მიიღო.საუბარია სწორედ კორცხელის შედეგების გაუქმებაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. სარჩელში მიზეზად 53-ე და 54-ე საარჩევნო უბნების გარეთ მომხდარი არეულობაა დასახელებული.