“ქართული ოცნების” კანდიდატი თამაზ ნავერიანი გამარჯვებაში დარწმუნებულია

მარნეულში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

როგორც ნავრიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და გამარჯვებაში დარმწუნებულია.

“აქტივობა არის ძალიან მაღალი. კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში”,-აღნიშნა ნავერიანმა.

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია აკმამედ იმამკულიევი, რომელსაც 8 ოქტომბრის კენჭისყრის შემდეგ 47, 91 პროცენტი აქვს, “ქართული ოცნების“ კანდიდატ თამაზ ნავერიანს – 43, 41 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი ვაშინგტონს ურთიერთობის საბოლოოო გაფუჭების მცდელობაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია