მოსკოვი ვაშინგტონს ურთიერთობის საბოლოოო გაფუჭების მცდელობაში სდებს ბრალს

6ამერიკის ადმინისტრაცის მხრიდან რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებაზე საუბარი, სავარაუდოდ, მოსკოვთან ურთიერთობის საბოლოო გაფუჭებას ემსახურება – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
“ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სხვა საკითხები არ არსებობდეს ამერიკის ადმინისტრაციისათვის, გარდა რუსეთთან ურთიერთობის საბოლოო გაფუჭება, რომ შემდეგ, წლების განმავლობაში მის აღდგენაზე იმუშაონ. სხვა მიზნები არ შეიძლება არსებობდეს” – განაცხადა დიპლომატმა.
მან აღნიშნა, რომ თავისთავად, რუსეთისთვის ვაშინგტონის განცხადებები სიახლე არ არის. “ახალი მომენტი, უფრო მისი ინტენსიურობაა, როგორც ხორციელდება მოწოდებები სანქციის შესახებ” – თქვა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სირიაში რუსეთის პოლიტიკის გამო, აშშ რუსეთისათვის დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიგაერო სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” კანდიდატი თამაზ ნავერიანი გამარჯვებაში დარწმუნებულია