„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და მარიამ ჯაში მივიდნენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრები გრძელდება.

პარტიაში ცოტა ხნის წინ პარლამენტის უკვე ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობიდან და საპარლამენტო თანამდებობებიდან წასული დეპუტატები თამარ ხულორდავა და მარიამ ჯაში მივიდნენ.

პარტიის ოფისში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე იმყოფებიან, შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიგა მაქარაშვილი-დიდი იმედი მაქვს, რომ რევოლუციის მოწყობა არ დაგვჭირდება
შემდეგი სტატიაახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მიზნით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელმოწერებს აგროვებს