გიგა მაქარაშვილი-დიდი იმედი მაქვს, რომ რევოლუციის მოწყობა არ დაგვჭირდება

ადამიანებს უფლება აქვთ ვარდი ან გვირილა მოიტანონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რევოლუციის მოწყობა არ დაგვჭირდება,- ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს კარვებზე დამაგრებულ ვარდებთან დაკავშირებით განუცხადა.

„მე ვიცი, ეს რას ნიშნავს, 23 ნოემბერი იყო „ვარდების რევოლუციის“ თარიღი, მაშინაც ასე იყო გადაკეტილი აქაურობა, მე სტუდენტი ვიყავი და მახსოვს, მაშინ აქ ვიდექი. ალბათ, ნოსტალგია აქვთ ადამიანებს, ვინც მაშინაც იყვნენ და ახლაც პარალელებს ავლებენ. ეს არის მულტიფუნქციური ადგილი, ძირითადად, იმარება აქციები, კონცერტები და როცა კარვები იშლება, ადამიანებს აქვთ უფლება ვარდი ან გვირილა მოიტანონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რევოლუციის მოწყობა არ დაგვჭირდება და მხოლოდ ძლიერი წნეხის ქვეშ გავატარებთ არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს უნარი კრიზისულ სიტუაციაში მუშაობის”, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და მარიამ ჯაში მივიდნენ