,,ქართული ოცნება”- პენსიის გასაზრდელად თანხების მოძიება მიმდინარეობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასა და პენსიის ზრდის რეალური შესაძლებლობის გამოყენებას მოითხოვს. ოპოზიციის ამ მოთხოვნას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ სადაც ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით.

“ამ მიმართულებით მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და ფინანსთა მინისტრი. თუ სადმე შეიძლება, რომელიმე უწების ბიუჯეტი კიდევ შეიკვეცოს, თუ გამოინახება დამატებითი რესურსი ჩვენ პირველ რიგში პენსიების გაზრდის მიმართულებით მივმართავთ,”- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ ემჭიაურმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებას გამოეხმაურა დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც და მან ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა.

“ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. პირველი მცდელობა იყო, რომ პენსია არ გაიზრდებაო, ახლა მეორე მცდელობა თუ გაიზრდება პენსიები მეტით შეიძლებაო. მათ სურთ საზოგადოება გააღიზიანონ,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

banner
წინა სტატიაშიდისკრიმინაციის შემთხვევებზე სასამართლოსთვის მიმართვის ვადა ერთ წლამდე იზრდება
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილი არის გაბითურებული,”-ირმა ნადირაშვილი