“ბიძინა ივანიშვილი არის გაბითურებული,”-ირმა ნადირაშვილი

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები ეხმაურებიან. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, ირმა ნადირაშვილი, მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან თავდასხმები არ უნდა ხდებოდეს.

„ზედმეტი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე არ არის გამართლებული. ბიძინა ივანიშვილი არის გაბითურებული, მან მთელი თავისი რესურსი გამოიყენა რუსთავი 2-ის წასაღებად, დასახურად, მიუხედავად ამისა, ვერაფერს მიაღწია, ისინი არიან გამწარებულები, ცდილობენ თავს დაესხან საკონსტიტუციოს, ოპოზიციას, ატარონ დაკითხვებზე, მაგრამ მათი საქმე არის დამთავრებული და წასული,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნება”- პენსიის გასაზრდელად თანხების მოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ახალი პოლიტიკური ცენტრი” მთავრობას ხარჯების შეკვეცას ურჩევს