„ქართული ოცნება“ დღეს აპირებს, რომ კიდევ ერთხელ პირველი მოსმენით გააფორმოს ეს ღალატის აქტი – ბუაძე

“ლელოს” წევრი საბა ბუაძე რუსული კანონის მიღების პროცესს კრემლის სპეცოპერაციას უწოდებს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს.

„ქართული ოცნება“ დღეს აპირებს, რომ კიდევ ერთხელ პირველი მოსმენით გააფორმოს ეს ღალატის აქტი. ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ კრემლის ამ სპეცოპერაციას, რომელიც ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელით მიმდინარეობს. ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დღეს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააფიქსიროს საკუთარი პროტესტი რუსული კანონის და რუსული მთავრობის წინააღმდეგ, – ამბობს საბა ბუაძე.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებულების ნაწილი ნაცემია – ადვოკატის განცხადება
შემდეგი სტატიაპოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული – ხვიჩია “ქართულ ოცნებას”