პოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული – ხვიჩია “ქართულ ოცნებას”

ოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული, – მიმართა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცდილობთ ქვეყანა ააცილოთ გზას, რომელიც ხალხმა აირჩია – ამბობდა ხვიჩია.

„ვიძახით, რომ არც კანონს ვარღვევთ, არც ევროკავშირს გზას ვეწინააღმდეგებით, არც რუსეთისკენ მივდივართ და თურმე რაღაცა სხვას ვაკეთებთ. მგონია, რომ სინამდვილეში ეს არის უპატიოსნო დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობასთან. სინამდვილეში გამოდის, რომ თქვენ ცდილობთ, ქვეყანა ააცილოთ კონსტიტუციით განსაზღვრულ გზას. იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა ათეული წლებია აირჩია. ამის შესახებ არც ეუბნებით. სინამდვილეში პრორუსულ გზას, რომელიც მინიმუმ მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ყველა, მთელს სამყაროში შენს წინააღმდეგ მიდის და მარტო რჩები, ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს, თან არ ამბობ, რომ ეს რუსული საქმეა. ამბობ, რომ ჩვენ ისევ ამერიკის და ევროპის ინტერესებს წარმოვადგენთ. ჩემი აზრით, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ეს უფრო ცუდი საქციელია, ვიდრე ის, რაც რუსეთში ხდებოდა 2012 წელს. როდესაც მათი პრეზიდენტი და სხვადასხვა თანამდებობის პირი გულწრფელად ამბობდა, რომ ჩვენ ამით ვებრძვით ამერიკულ პოლიტიკურ ფულს ან კაპიტალს. ამას ღიად ამბობდნენ და ეს დისკუსია მოიგეს არა ტყუილებით, რომ ჩვენ ამერიკელები და ევროპელები ვართ და ა.შ. ამბობდნენ, რომ ღიად ვებრძვით, არ გვინდა აშშ და შესაბამისად, ასეც ვიქცევით. მე მგონია, რომ თქვენც უნდა იყოთ გულწრფელები. თუ თქვენ დასავლეთს რუსეთი გირჩევნიათ, უნდათ თქვათ, რომ ქართველო ხალხო, ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის ან პლებისციტისთვის და გვინდა მხარი დავუჭიროთ იმას, რომ შემოვტრიალდეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამ მიმართულებით ვიაროთ. მოიპოვეთ ამაში ხალხის მხარდაჭერა. მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ უფლება, ეს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოთ, რასაც შინაარსობრივად აკეთებთ, მაგრამ ამის ლეგიტიმაცია არ გაქვთ. ჰოდა, მოდით გაბედეთ, ჩაატარეთ რეფერენდუმი იმის შესახებ, საით მიდის ეს ქვეყანა, იყავით ქართველ ხალხთან მართალი. პოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული პოზიცია, როგორც აქვთ ალტ-ინფოს და სხვა პოლიტიკურ ძალებს და სთხოვეთ ქართველ ხალხს მხარდაჭერა. დავსვათ სარეფერენდუმო შეკითხვა: ამერიკა თუ რუსეთი? დასავლეთი თუ რუსეთი? თუ ქართველი ხალხი რუსეთს დაუჭერს მხარს, გააგრძელეთ ის საქმიანობა, რასაც დღეს აკეთებთ, მანამდე კი ამის არანაირი უფლება არა გაქვთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ დღეს აპირებს, რომ კიდევ ერთხელ პირველი მოსმენით გააფორმოს ეს ღალატის აქტი – ბუაძე
შემდეგი სტატიაპარლამენტი რუსული კანონის განხილვას აგრძელებს