აქციაზე დაკავებულების ნაწილი ნაცემია – ადვოკატის განცხადება

აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ნაწილი ნაცემია. გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მშვიდობიანი აქციის 14 მონაწილე დაუმორჩილებლობის ბრალდებებით ადმინისტრაციულად დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანა.

ისინი ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მოინახულეს. მათი თქმით დაკავებულებიდან ერთი ნაცემია, რამდენიმეს კი სერიოზული დაზიანება აღენიშნება.

“გუშინ ჩვენ შსს-ში არ გვანახეს ეს ადამიანები და იქვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ მოხდა მათზე ძალადობა და დღეს ეს ეჭვი გამართლდა. მე როდესაც მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, ერთ-ერთს აღენიშნება კისერზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე აქვს შემოხეული ტანსაცმელი და სხვა ჩემიდ დაცვის ქვეშ მყოფებიც აღნიშნავდნენ, რომ ყველანი ურტყამდნენ, როდესაც აკავებდნენ. ყველა ამბობდა, რომ თურმე იქ იყო დრონი, პოლიციის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ზემოთ არის დრონი და ნუღარ ურტყამთ. სწორედ ამ დრონმა გადაარჩინა ეს ადამიანები, რომ კიდევ დამატებით არ მოხდა მათზე ძალადობა” ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის წარდგენა დაიწყო
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ დღეს აპირებს, რომ კიდევ ერთხელ პირველი მოსმენით გააფორმოს ეს ღალატის აქტი – ბუაძე