ქართული მხარე ჩაძირულ გემზე საქართველოს მოქალაქის ყოფნას ადასტურებს

შავ ზღვაში ჩაძირული გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ქართული მხარე ადასტურებს.  საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის მოადგილის განმარტებით,  ამ ეტაპზე კატასტროფის ადგილის კოორდინატების დაზუსტება მიმდინარეობს. ვახტანგ მიქელაშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ძებნა გადარჩენის ოპერაციაში ჩართული არ იქნება.

დღეს დილით, 3;30 საათზე შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან პანამის დროშის ქვეშ მცურავო სატვირთო გემი “Герои Арсенала” ჩაიძირა. «Интерфакс»-ის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათგან 5-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე. ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა.

banner
წინა სტატიაში(video) რუსული მხარე შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოების ამსახველ კადრებს ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპის საბჭო საქართველოსთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ ანგარიშს განიხილავს