ევროპის საბჭო საქართველოსთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ ანგარიშს განიხილავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 19, 2017 12:16

ევროპის საბჭო საქართველოსთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ ანგარიშს განიხილავს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში – “კონფლიქტი საქართველოში” განიხილება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიში 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის განხილვას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრება.

მე-15 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით, ასევე ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებასა და სხვა საკითხებზე.

კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით დავით ზალკალიანი მიმართავს.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 19, 2017 12:16

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics