რუსული მხარე შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოების ამსახველ კადრებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვის აკვატორიაში ჩაიძირა. გემის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.
https://youtu.be/cglTzwQnv5g