ქარიშხალმა მთლიანად გაანადგურა კუნძული ბარბუდა

კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ბარბუდაზე არსებული ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ეს მოხდა მას შემდეგ რაც კუნძულს თავს დაატყდა უძლიერესი ქარიშხალი “ირმა”.
“ განადგურებულია ყველაფერი, კუნძული წყლითაა დაფარული, აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია”, – განაცხადა ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ–მინისტრმა გასტონ ბრაუნმა.
ქარიშხალის დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია.
“ირმა” ბერბუდას თავს 6 სექტემბერს დაატყდა. მეტეოროლოგების პროგნოზით იგი ახლა პუერტო–რიკოს უახლოვდება.

banner
წინა სტატიაშიგენგეგმა თბილისს ადამიანებისთვის უვარგის, მხოლოდ შენობებისა და ავტომობილების ქალაქად აქცევს
შემდეგი სტატიაესპანელმა მკითხავმა ვერ დაამტკიცა, რომ სალვადორ დალის ქალიშვილია