ესპანელმა მკითხავმა ვერ დაამტკიცა, რომ სალვადორ დალის ქალიშვილია

გამოჩენილი ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის სამარხიდან ამოღებული დნმ–ის ანალიზმა ცხადყო, რომ მარია პილარ აბელ მარტინესი, რომლის მოთხოვნით მხატვრის სხეულს ექსგუმაცია ჩაუტადა, არ არის მისი ქალიშვილი. ამის შესახებ იუწყება ფონდი “გალა–სალვადორ დალი”.
სალვადორ დალის ნეშტს ექსგუმაცია ჩაუტარდა ამა წლის ივლისში მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დააკმაყოფილა მარია პილარ აბელ მარტინესის თხოვნა.
დნმ–ის ანალიზები აიღეს მხატვრის ნეშტის კბილებიდან, ძვლებიდან და ფრჩხილებიდან. გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდა ესპანეთის ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში.
შესაბამისად, მარია პიარ აბელმა ვერ დაამტკიცა დიდ მხატვართან ახლო ნათესაური კავშირი. დამტკიცების შემთხვევაში მას მიეცემოდა მხატვრის გვარის ტარების უფლება და მისი ქონებრივი მემკვიდრებოის წილის მითვისება.
გასულ ოთხშაბათს მარია პილარ აბელ მარტინესმა გაზეთ El Pais განუცხადა, რომ მას ექსპერტთა დასკვნა ჯერ არ უნახავს.
ამ ქალბატონის საქმიანობაა ტაროს კარტებით მკითხაობა. სალვადორ დალის ქალიშვილად აღიარებას მოითხოვს 2007 წლიდან. იგი ირწმუნება, რომ 1955 წელს დედამისს ჰქონდა საიდუმლო სასიყვარულო რომანი მხატვართან. ამის შესახებ კი მას ბებიამ უამბო. მაშინ სალვადორი 49 წლის იყო და ცხოვრობდა მეუღლესთან, წარმოშობით რუს ემიგრარანტ ქალთან გალა (ელენა) დიაკონოვასთან. მათ შვილები არ ჰყოლიათ. სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წელს. იგი დაკრძალეს ქალაქ ფიგერასში.
ამ მასალას ავრცელებს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC.

banner
წინა სტატიაშიქარიშხალმა მთლიანად გაანადგურა კუნძული ბარბუდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი:უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს